понедельник, 3 января 2011 г.

ანა ლობჯანიძე–
მე რომ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს– პირველ რიგში ჩემ საყვარელ ადამიანებს გავაცოცხლებდი და ჩემთან დავაბრუნებდი. ამ ქვეყანაზე ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია მე მათ დავეხმარებოდი მივცემდი სახლებს და საარსებო საშუალებას. გავაერთიანებდი საქართველოს. ბევრ ბოროტ ადამიანს კეთილად გადავაქცევდი.სწავლას უფრო მოვინდომებდი და გავაუმჯობესებდი ვინც ძალიან მიყვარს უკვდავად ვაქცევდი. მშობლებს აღარ გავაბრაზებდი.რას არ გავაკეთებდი . . .
რა თქმა უნდა კეთილ საქმეს გავაკეთებდი

ნატო –
მე რომ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს მოვახდენდი სასწაულს, ყველა ადამიანს სურვილს აუსრულებდი ბედნიერს გავხდიდი. აღარ იქნებოდა ბოროტება.

სალომე –
მე ჩემს კლასს გავალამაზებდი.გაჭირვებულს დავეხმარებოდი. .დიდი სურვილი მაქვს საქართველოში ყველა ბედნიერი იყოს

ონისე –
დედამიწას გავალამაზებდი. ყველა ადამიანს მოპარკურეთ ვაქცევდი ჩემს თავსაც კი. ყველა სალტოს გავაკეთებდი და ეს ყველაზე მაგარი იქნებოდა. ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდი

დაჩი –
მე ალბათ საქართველოს საზღვრებს გავზრდიდი ჯერ ალბათ სამაჩაბლოს და აფხაზეთს დავიბრუნებდი, გავზრდიდი ჩვენი ჯარის რაოდენობას და შევებრძოლებოდი რუსებს. ქვეყანაზე, რაც ბოროტება იქნებოდა გავაქრობდი.
ჩიტად გადავიქცეოდი...
ჩემს ოჯახს მდიდარს გავხდიდი, რათა გაჭირვებულს დავეხმარო. თან მინდა ვარსკვლავი გამოვიდე. მინდა უკვე დიდი ვიყო და ცხოვრებაში ბევრი მიღწევები მქონდეს.

ნინო სარიშვილი
მე ყველა ბოროტ ადამიანს გავაკეთილებდი. მე მინდა, რომ არც ერთი მშობელი არ მუშაობდეს და ფული უშრომელად მოდიოდეს, რადგან დედებმა შვილებს უფრო მეტი დრო დაუმონ.
მე რომ შემეძლოს ქვეყანაზე არ იქნებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც სხვებისგან დაჩაგრული ან ობოლი იქნებოდა, ჩემი აზრით ეს ყველაზე დიდი საშინელებააადამიანისთვის

თეონა –
ქვეყანაზეე ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანი არსებობს,შურიანი, ორგული და მე რომ მქონდესჯადოსნური ჯოხი გავაქრობდი ბოროტებას, ვასწავლიდი ბავშვებს რომელთა მშობლებსაც არა აქვთ ამის საშუალება,რომ თავიანთ შვილებს უყიდონ წიგნები, ტანსაცმელი.
ძალიან მეცოდება უდედმამო ბავშვები, რომლებიც ბავშვთა სახლში ცხოვრობენ მათ დავეხმარებოდი რათა უზრუნველად ეცხოვრათ.
მოვსპობდი დაცინვას, რომელიც ბევრ ბავშვს ახსიათებს
მთავარი ჩემი მიზანი იქნებოდა ის, რომ ქვეყანა ბოროტებისაგან განმეწმინდა და ყველას ერთმანეთი უზომოდ ჰყვარებოდათ

ვიოლა –
მე რომ ასეთი ჯოხი მქონდეს ჩემს ნიჩნებს გადავასწორებდი და შემდეგ სულ ათიანებზე ვისწავლიდი. მე ავაშენებდი დიდ ქალაქს სადაც არასოდეს ბოროტება არ იქნებოდა. ავაშენებდი ლამაზ სკოლას, სადაც ვისწავლიდი ჩემს მეგობრებთან ერთად

ოლეგი –
მე, რომ ჯადოსნური ჯოხი მქონდეს ყველა ჯანმრთელი და კეთილი იქნებოდა.
ღარიბი თუ მდიდარი ყველა განათლებული იქნებოდა, ყველას ეცოდინებოდა თავისი წინაპრების ისტორია

ზაური–
მე ფრთებს გამოვიბამდი ,გავფრინდებოდი ლონდონში პარიზში ამერიკაში და მერე ისევ საქართველოში დავბრუნდებოდი
სკოლებს , კანონებს და ქურდებს გავაქრობდი

დათო –
მე პარკურისტი გამოვიდოდი ანუ ტრეისერი და ბევრ რამეს მივაღწევდი

რეზო– სკოლას სამ დღიანს გავხდიდი პლანეტებზე საცხივრებელ პირობებს შევქმნიდი და ხალხს დავასახლებდი

მარი–

გავაცოსხლებდი ყველა შემს საყვარელ ადამიანებს ბებიაჩემს. ცნობილი მომღერალი და მსახიობი გამოვიდოდი. მე ვიცი მეგობრები და განსაკუთრებით კლასელები ყოველთვის და ყველგანგვერდით ამომიდგებიან

ნინო მახარაშვილი–პაპაჩემს გავაცოცხლებდი,რომელიც თვალით არ მინახავსვისურვებდი ბევრ და–ძმას

მარიამ ხაფავა–მე რობერტ პატისონს ჩამოვიყვანდი საქართველოში . ყველა დაკარგულ ტერიტორიას დაუბრუნებდი. ყველა სკოლას გალამაზებულს და ლამაზს გავხდიდი

ბელა–

უპირველესად ჟურნალში ყველა ათიანს ჩავწერდი. გამოცდებს გავაუქმებდი არდადეგებს ძალიან გავწელავდი სანამ არ მომწყინდებოდა კარგია უშრომელად ცხოვრება მაგრამ უშრომელად არაფერი გამოვა

ანი რურუა–

მე ისე გავაკეთებდი რომ ამ ქვეყნად არანაირი ბოროტება არ იქნებოდა ყველას უზრუნველ ცხოვრებას შევუქმნიდი ყველას ნატვრას ავუსრულებდი ეგრევე მამაჩემს გავაცოცხლებდი